თურქეთის სანაპიროსთან არალეგალი მიგრანტების გადამყვანი ნავი ჩაიძირა, რასაც, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა
ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, თურქეთის კურორტ ბოდრუმთან ახლოს, არალეგალი მიგრანტების გადამყვანი ნავი ჩაიძირა.
NTV-ის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 19 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილზე მისულმა თურქეთის სანაპირო დაცვის დანაყოფებმა 20 ადამიანი გადაარჩინეს.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან, არალეგალური მიგრანტები ევროპაში მოსახვედრად, ძირითადად ზღვით, საბერძნეთის გავლით, თურქეთს ხშირად იყენებენ.