უკრაინაში “შტაინმაიერის ფორმულის” ხელმოწერას საპროტესტო აქციები მოჰყვა

უკრაინის მიერ “შტაინმაიერის ფორმულის” ხელმოწერასთან დაკავშირებით ზაპოროჟიეში, მარიუპოლში, ხარკოვში, ჩერნოვცებსა და ლვოვში საპროტესტო აქციები გაიმართა.

პირველ ოქტომბერს, საღამოს აქცია უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ოფისთანაც გაიმართა, შეკრებილები “ფორმულის” რეალიზებას აპროტესტებდნენ.

როგორც 1-ელ ოქტომბერს გახდა ცნობილი, უკრაინამ კონტაქტური ჯგუფის მონაწილეებთან ერთად ე.წ. “შტაინმაიერის ფორმულას” მოაწერა ხელი, რომელიც დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

საკითხს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოეხმაურა. მისი თქმით, ,,რუსული წარმოშობის” ფორმულის ხელმოწერა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დე ფაქტო დასუსტებას, ან მათ სრულ მოხსნას ნიშნავს.

“ხაზს ვუსვამთ, რომ ამაზე არასდროს არ წავალთ, სოლიდარულები ვართ აქციებთან, არავის მივცემთ უფლებას უკრაინის სახელმწიფო დაანგრიოს”, – დაწერა პოროშენკომ სოციალურ ქსელში.

ქვეყნის უმაღლესი რადას ყოფილმა სპიკერმა ანდრეი პარუბიმ მიღწეული შეთანხმება “უკრაინული სახელმწიფოს დემონტაჟად” შეაფასა.

პოროშენკოს ყოფილმა მრჩეველმა კონსტანტინე ელისეევმა კი, ,,ფორმულის” შეჯერებას კაპიტულაცია უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები