პუტინმა კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ, კონვენციის რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კასპიის ზღვის სტატუსის შესახებ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. კონვენცია ადგენს კასპიის ზღვის აკვატორიის გამოყენების და ნაოსნობის წესებს, ასევე განსაზღვრავს თევზჭერის ზონებს და ტერიტორიალური წყლების საზღვრებს.

ამასთანავე, კონვენცია ადგენს კასპიის ზღვის ფსკერის კუთვნილებას და იქ არსებული წიაღისეულის გამოყენების წესებს და ნორმებს. ასევე მილსადენებისა და სხვადასხვა დანიშნულების კაბელების გაყვანა – ექსპლუატაციის წესებს.

კონვენციის თანახმად იმ ქვეყნებს,რომლებსაც კასპიის ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ ეკრძალებათ იქ საკუთარი შეიარაღებული ძალების და სამხედრო ფლოტის ყოლა.

როგორც კონვენციის განმარტებით ბარათშია მითითებული, კონვენციამ ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის ქვეყნებს შორის სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ასევე კასპიის ზღვაში არსებული წიაღისეულის შეუფერხებელ ძებნა-ძიებას, თევზჭერას და ნაოსნობას.

კონვენციას რეგიონის ქვეყნებმა, კერძოდ, რუსეთმა, ირანმა, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და თურქმენეთმა ხელი 2018 წლის 12 აგვისტოს მოაწერეს. რუსეთის სახელმწიფო დუმამ კასპიის ზღვის სტატუსის შესახებ კონვენცია იმავე წლის 19 სექტემბერს მიიღო,ხოლო ფედერაციის საბჭომ 25 სექტემბერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები