ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, საბრძოლო იარაღი გამოიყენა – სულ მცირე 15 ადამიანია ჰოსპიტალიზირებული(ფოტო)
ჰონგ-კონგში პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, პირველად, საბრძოლო იარაღი გამოიყენა, სულ მცირე 15 ადამიანია ჰოსპიტალიზირებულია. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, რომელიც გულის არეში დაიჭრა.
ამის პარალელურად, გაზეთი South China Morning Post წერს, რომ პოლიციამ ,,მოლოტოვის კოქტეილის” გამოყენებისთვის 51 ადამიანი დააკავა.
პოლიციამ ის ადგილები გამოავლინა, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ასაფეთქებელი ნივთიერებები მზადდებოდა. ამოღებულია ასევე დიდი რაოდენობით დამრტყმელი იარაღი და სხვა სახიფათო ნივთები.
აღნიშნულ მოვლენებს წინ სამართალდამცველთა მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლა უძღოდა. დემონსტრანტებმა ასევე დაუდგენელი ნივთიერება გამოიყენეს, რომლის შედეგად პოლიციელებმა და ჟურნალისტებმა დამწვრობა მიიღეს.
ჰონგ-კონგის პარლამენტმა პერსონალის ევაკუაცია გამოაცხადა.