ახალციხის მერი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი – ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე -გელა ნოზაძე, მერის პირველი მოადგილე – გურამ მელიქიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სტუდენტური პარლამენტის დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების პროგრამულმა მენეჯერმა – გიგა გლუნჩაძემ შეხვედრაზე ორაგნიზაციის მიერ განხორციელებულ ახალგაზრდულ პროგრამებზე – „განავითარე შენი რეგიონი“ და „აღმოაჩინე საქართველო“ შესახებ ისაუბრა. მხარეებმა გაწეული მუშაობა შეაჯამეს და სამომავლოდ ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.