ნათია თურნავა: საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ ვიზიტი საკმაოდ წარმატებული იყო

0

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესაძლო დაწყების საკითხზე აშშ-ში მათი ვიზიტი წარმატებული იყო.
„ჩვენი ვიზიტი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დავიწყეთ მოლაპარაკება ორ წამყვან ავიაკომპანიასთან – „დელტა“ და „იუნაითედ ეარლაინსი“ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ. ვიზიტი იყო საკმაოდ წარმატებული. ძალინ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ ორივე კომპანიის მენეჯმენტს საქართველოს შესახებ. ასევე, ვფიქრობთ, დავარწმუნეთ, რომ ამ მიმართულებით ფრენების დაწყება არის საინტერესო მათთვის და მიმზიდველი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჩვენთვის აშშ არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ეს იქნება ძალიან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის მესიჯი, თუ ჩვენ ბიზნესებსა და ხალხებს შორის იქნება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, რომელსაც ამერიკული კომპანია მოემსახურება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი