გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში სახურავების შეცვლის პროცესი მიმდინარეობს

ვერხვების დევნილთა დასახლებაში საცხოვრებელი სახლების სახურავების შეცვლის პროცესი დასასრულს უახლოვდება. როგორც “კვირას” დევნილთა სამინისტროს შიდა ქართლის წარმომადგენელმა, ბერდია ფიცხელაურმა განუცხადა, სახურავების შეცვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით მიმდინარეობს.
“კოტეჯებზე სახურავების შეცვლის პროცესი თითქმის დასრულებულია. გადასახური მასალა ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტებმა შეიძინეს. ჩვენი სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით დევნილთა დასახლებებში ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის, ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები”,- განაცხადა ბერდია ფიცხელაურმა.

ადგილობრივების განცხადებით, სახურავების შეცვლა დროულია, რადგან ზამთრის მოახლოებასთან ერთად სახლებში წყლის ჩასვლის საშიშროება იყო.
“მოგვიტანეს მასალები, თითქმის ყველა ოჯახმა შვცვალეთ სახურავები. შესაცვლელი იყო, რადგან ზამთარი მოდის და შეიძლებოდა წყალი ჩამოგვსლოდა. სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ყურადღება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დევნილი ხალხი ვართ და პატარა ყურადღებაც მისასალმებელია”,- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ომარ ბასიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები