რუსთავში “ფორსაჟი 9”-ის გადაღებები ხვალ გაგრძელდება

ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES – ის  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმის, “ფ​ორსაჟი 9″-ის ეპიზოდის გადაღებას რუსთავში კიდევ ერთი დღე დასჭირდება.

17 სექტემბრის 01.00 სთ-დან 21.00 სთ-ის ჩათვლით ფილმის ეპიზოდების გადაღება დაგეგმილია ქალაქ რუსთავის, მესხიშვილისა და პავლე თოდრიას ქუჩებზე, შესაბამისად, აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება და მოძრაობა პარალელური ქუჩების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ფილმის გადაღებებთან დაკავშირებით, დროებით შეიცვალა შიდასაქალაქო მიკროავტობუსებისა და მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მარშრუტებიც.

ცნობისთვის, “ფორსაჟი 9″-ის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული. გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში უპრეცედენტოა.

რუსთავის მერია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები