იოჰანეს ჰანი: ევროკავშირი რჩება საქართველოში წარმატებული ძალისხმევისა და რეფორმების მტკიცე პარტნიორად და მხარდამჭერად

ევროკავშირი რჩება საქართველოში წარმატებული ძალისხმევისა და რეფორმების მტკიცე პარტნიორად და მხარდამჭერად, – ამის შესახებ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის, სასამართლო სისტემის მიმართულებით.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის, სასამართლო სისტემის მიმართულებით. არსებული პროცესი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს, ყურადღების ცენტრშია არამარტო ბრიუსელში, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აქცენტი გაკეთდეს თანაბარ უფლებებზე. განსაკუთრებით ხაზი გავუსვით, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომლებიც გასცა ეუთომ, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნებისთვის, ეს იქნება გარანტი იმისა, რომ არჩევნები იყოს გამჭვირვალე, უზრუნველყოფილი იყოს პლურალისტური და თანაბარი მედიაგარემო. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებას”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები