“მამრობითი სქესის დეპუტატები სისულელეებს აღარ ჩაიდენენ” – ლუკაშენკო პარლამენტის მესამედს ქალებით დააკომპლექტებს
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამენტის ერთი მესამედი ქალი უნდა იყოს, ამის შემდეგ მისი მუშაობა სტაბილური იქნება და მამრობითი სქესის პარლამენტარები “სისულელეებს აღარ ჩაიდენენ”.
წარმომადგენელთა პალატის არჩევნები 17 ნოემბერს არის დაგეგმილი. ასევე, 7 ნოემბერს, ბელორუსში დაგეგმილია პარლამენტის ზედა პალატის (რესპუბლიკის საბჭოს) არჩევნები. უფრო ადრე, რესპუბლიკის ცესკოს ხელმძღვანელმა, ლიდია იერმოშინამ განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანია მაღალი კონკურენციის ფონზე წარიმართება.
“ჩვენ დავინახეთ, რომ, თუკი პარლამენტის შემადგენლობაში მესამედი ქალები იქნებიან, მეტად სტაბილურ საკანონმდებლო ორგანოს მივიღებთ. მამაკაცი დეპუტატებიც არ დაიწყებენ სისულელეების ჩადენას – არ იხტუნებენ, არ ირბენენ…მინიმუმ ქალების მიმართ რიდი ექნებათ.
ეს სიტუაციის დასასტაბილურებლად ნებისმიერი საზოგადოებისთვის ძალიან ძლიერი ფაქტორია”, – განაცხადა ლუკაშენკოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მედიასთან.