ზაზა გაბუნია: პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან, რომლებიც ოკუპანტ გენერლებს მძღოლებად დაუდგნენ, რჩევებს არ მივიღებთ, რადგან მათ წარმოდგენა არ აქვთ სახელმწიფო ინტერესებზე

უმრავლესობის დეპუტატი ზაზა გაბუნია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებას ხელისუფლების მიერ რუსული ინტერესების გატარებაზე, „იაფფასიანს და ფსევდოპატრიოტულს“ უწოდებს.
“არ შემიძლია ამ იაფფასიან და ფსევდოპატრიოტულ განცხადებას არ გამოვეხმაურო. მინდა დაბეჯითებით ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, “ქართული ოცნება“ და ჩვენი საზოგადოება, იქნება შეუვალი და შეურიგებელი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, განსხვავებით იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან, რომლებიც ოკუპანტ გენერლებს მძღოლებად დაუდგნენ. ამ ადამიანებისგან ჩვენი სახელმწიფოს შესახებ რჩევებს არ მივიღებთ, რადგან მათ წარმოდგენა არ აქვთ სახელმწიფო ინტერესებზე,- აღნიშნა გაბუნიამ.
ცნობისთვის, დღევანდელ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა მმართველი გუნდი რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები