ოპოზიცია 20 სექტემბერს პარლამენტის წინ აქციას აანონსებს

ოპოზიცია 20 სექტემბერს პარლამენტის წინ აქციას აანონსებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და მედიასაშუალება რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.
“იმისთვის რომ დავიცვათ ჩვენ, ჩვენი ქვეყანა, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოქალაქეს, ვისაც სურს საქართველო გახდეს ნატოს წევრი, მოვიდეს 20 სექტემბერს 19:00 საათზე ყველანი მობრძანდით საქართველოს პარლამენტთან, რათა გააპროტესტოს რუსული გავლენა ამ ქვეყანაში, რომელიც დაეპატრონა ამ ქვეყანას და საკუთარი მედიასაშუალებებით აგრძელებს რუსულ პროპაგანდას”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები