დმანისში მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებენ – რა ვერსიაზე საუბრობს გარდაცვლილის მეუღლე

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაში ამ წუთებში, მკვლელობაში ეჭვმიტანილის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები. შემთხვევა სოფელში გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილია რუსეთის მოქალაქე, 60 წლამდე მამაკაცი, მას ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ჭრილობა, გულის არეში აქვს მიყინებული. მამაკაცი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. გარდაცვლილს ამ წუთებში ექსპერტიზა რუსთავში, საექსპერტო განყოფილებაში უტარდება.

როგორც „კვირას“ გარდაცვლილის მეუღლემ ფემინა დემირჩევას განუცხადა, საღამოს დაუდგენელმა პირმა მის მეუღლეს დაურეკა, გარეთ გავიდა და ესროლეს. გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ მათ სროლის ხმა არ გაუგიათ. გარდაცვლილის მეუღლე რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს.მათ შორის, მისი თქმით ეჭვი აქვს გვერდით სოფელში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელებზე, რომლებთანაც მის მეუღლეს წარსულში კონფლიქტი ქონდა. შს სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები