„ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“ – ახალციხის მერიამ კონკურსი დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდებისთვის კონკურსი გამოაცხადა, რომელიც  გენდერული თანასწორობის განყოფილების ინიციატივით, საკონკურსო თემად „ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“ შეირჩა.

კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელმაც აღნიშნულ თემაზე მომზადებული 3-5 წუთიანი ფილმი ჟიურის წინაშე უნდა წარადგინოს. ჟიურის წევრები, როგორც თვითმმართველობის თანამშრომლები, ასევე თეატრისა და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან.

კონკურსის ორი გამარჯვებული ოქტომბრის თვეში გამოვლინდება და მათ სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ. დანარჩენ კონკურსანტებს კი საჩუქრის სახით შიდა მეხსიერების ბარათები გადაეცემათ.

ცნობისთვის,  ფილმის  გაგზავნა  მითითებულ  მისამართზე  23 სექტემბრამდეა შესაძლებელი: gmaghradzee@gmail.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები