ბიძინა გეგიძე მთავრობის დამტკიცების სხდომას ბოიკოტს უცხადებს

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე, რომელიც ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით სარგებლობს, ბოიკოტს უცხადებს 8 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომას, რომელზეც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.
აღნიშნულის შესახებ დეპუტატი  სოციალურ ქსელში თავად წერს და იმასაც აღნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს შეტყობინება სოციალური ქსელის – whatsApp-ის მეშვეობით გაუგზავნა.

„მოგესალმებით. ქვემოთ აღნიშნული შეტყობინება გავაგზავნე WhatsApp-ის საშუალებით:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონო არჩილ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, გაცნობებთ, რომ ჩემი, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატის, პოლიტიკური შეხედულებების გამო, უარს ვაცხადებ მიმდინარე წლის 8 სექტემბერს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე. შესაბამისად, არ დავესწრები დაგეგმილ პლენარულ სხდომას”, – წერს გეგიძე.
შეგახსენებთ, რომ პირველ სექტემბერს, „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხეს, ხოლო გარიცხვის შესახებ შეტყობინება მაჟორიტარმა სწორედ WhatsApp-ის მეშვეობით გაიგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები