პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს

პარლამენტში დღეს პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები  მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარდგება. პრემიერობის კანდიდატის  შემდეგ, სიტყვით გამოვლენ კომიტეტებისა და საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარეები, ფრაქციების წევრები, ასევე, ცალკეული დეპუტატები.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

უკვე  ცნობილია,  რომ „ევროპული საქართველოს“ ფრაქციების წევრები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასწრებას არ გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები