არჩილ თალაკვაძე: პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, განხილვები მაღალი სტანდარტით ჩატარდება
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, განხილვები მაღალი სტანდარტით ჩატარდება. როგორც მან დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 20 კანდიდატის წარდგენის შესახებ შესაბამისი წარდგინება იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტში უკვე შესულია. მოსამართლეობის საკითხზე წამყვანი კომიტეტი კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იქნება. წამყვან კომიტეტად უნდა განისაზღვროს იურიდიული კომიტეტი, როგორც ეს არის კანონმდებლობით და რეგლამენტით დადგენილი. გთხოვთ თქვენ, როგორც წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეს და ყველა კოლეგას, რომ მაქსიმალური მონაწილეობა მიიღოთ პროცესის იმ ნაწილში, რომელიც პარლამენტში უნდა წარიმართოს და დარწმუნებული ვარ, ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარდება განხილვები საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი 4 სექტემბერს კენჭისყრის შედეგად შეარჩია.