გიორგი გახარია: ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა ფიზიკური ძალადობით ვეღარ შეიცვლება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან 20 ივნისთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა ფიზიკური ძალადობით ვეღარ შეიცვლება.

„ვერავინ ვერ გაუჩენს კომპლექსს პოლიციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფოს, რომ სახელმწიფომ თავისი ინსტიტუტები არ დაიცვას ფიზიკური ძალადობისგან. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შეცვლა ფიზიკური ძალადობით ვეღარ მოხდება. ამისთვის არსებობს არჩევნები, ამისთვის არსებობს პარლამენტი და ამისთვის არსებობს მიკროფონი, რომელსაც იმედია, რომ ამ შენობაში მაინც, აღარ გამორთავენ”,-განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარია: არსებობს არჩევნები, პარლამენტი და არსებობს მიკროფონი, რომელსაც იმედია, ამ შენობაში მაინც, აღარ გამორთავენ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნებით შეიცვლება. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა ფიზიკური ძალადობით ვეღარ შეიცვლება.

„ვერავინ გაუჩენს კომპლექსს პოლიციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფოს, რომ სახელმწიფომ თავისი ინსტიტუტები არ დაიცვას ფიზიკური ძალადობისგან. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შეცვლა ფიზიკური ძალადობით ვეღარ მოხდება. ამისთვის არსებობს არჩევნები, ამისთვის არსებობს პარლამენტი და ამისთვის არსებობს მიკროფონი, რომელსაც იმედია, რომ ამ შენობაში მაინც, აღარ გამორთავენ”,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები