აშშ–მა ოთხი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
აშშ–მა ატომური წყალქვეშა ნავიდან – „ნებრასკადან“ ოთხი Trident II D5 ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ–ის სამხედრო საზღვაო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
სასწავლო გაშვება სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროსთან განხორციელდა. ორი რაკეტა გაშვება 4 სექტემბერს, ხოლო დანარჩენები 6 სექტემბერს გაუშვეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მანევრების მიზანი სტრატეგიული სისტემების მახასიათებლების შეფასება იყო.