ირაკლი ანთაძე: „ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიასთან განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება“
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიასთან განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება.
ამის შესახებ ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ჩაშლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებას, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვიმყოფებით მჭიდრო კოორდინაციაში ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. აქ მნიშვნელოვანია კონსოლიდირებული პოზიციის დაფიქსირება, რათა შესაძლებელი გახდეს დიალოგის ნორმალურ ჩარჩოში წარმართვა“,-აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.