ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე ქართული მხარე გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებს, მავთულხლართების მონტაჟს, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო დაკავებებს, მცოცავი ოკუპაციისა და უკანონო საზღვრების გავლების პროცესთან დაკავშირებულ თემებს განიხილავს.
გარდა ამისა, განიხილება არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისა და მის წამებაში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის საკითხი.
ქართული მხარე ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაზე იუსაბრებს.
ე.წ. სამხრეთ ოსური მხარე შეხვედრაზე წნელისთან და გვირგვინასთან „ ქართველი სამართალდამცველების მხრიდან საზღვართან პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტის მოთხოვნის“ საკითხს დააყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები