ნატო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნებს არ ცნობს

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეხმიანება.
“ნატო არ ცნობს ე.წ. არჩევნებს, რომელიც ჩატარდა 25 აგვისტოს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში. ნატოს მოკავშირეები არ ცნობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ მის საზღვრებში”, – დაწერა აპატურაიმ Facebook-ის პირად გვერდზე.
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდა.
გამომდინარე იქიდან,რომ ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ანი ბარიერი ვერ გადალახა დაინიშნა ე.წ. მეორე ტური, რომელიც სავარაუდოდ, 8 სექტემბერს გაიმართება.
ე.წ. პირველი ტურის შედეგად, მეორე ტურში მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალხას კვიწინია გავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები