კრემლში იმედოვნებენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები „ლეგიტიმურად“ ჩატარდება

კრემლში ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს აკვირდებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ „ლეგიტიმურად“ ჩატარდება.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რასაკვირველია ვაკვირდებით, მეორე ტურს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ საარჩევნო პროცესი ლეგიტიმურ ჭრილში წარიმართება“,-განმარტა პესკოვმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდა.
გამომდინარე იქიდან,რომ ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ანი ბარიერი ვერ გადალახა დაინიშნა ე.წ. მეორე ტური, რომელიც სავარაუდოდ, 8 სექტემბერს გაიმართება.
ე.წ. პირველი ტურის შედეგად, მეორე ტურში მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალხას კვიწინია გავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები