„ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ პროექტის სიაში ცაგერის მუნიციპალიტეტიც მოხვდა

0

 „ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ – ამ სახელწოდების პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა.

ჭიათურის, ტყიბულის, ცაგერის, ხაშურისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში პროექტს, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის არაკომერციული ორგანიზაცია “აგორა” განახორციელებს. მხარეებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

პროექტის მიზანია ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ საკუთარი ქალაქების/დაბების პერსპექტიული კონცეფციებისა და საკვანძო საპროექტო წინადადების შემუშავება, რომელთა შორის საუკეთესო იდეის გამოვლენა მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით მოხდება. პროექტის განხორციელების ვადებია 2019 წლის აგვისტოდან მომავალი წლის აპრილამდე. პროექტის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო იდეების დაფინანსების საკითხს სამინისტრო დამატებით განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი