კურტ ვოლკერი: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ბორდერიზაცია და ანექსია უფრო მეტ საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს

0

უკრაინაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი და მაკკეინის ინსტიტუტის აღამსრულებელი დირექტორი, კურტ ვოლკერი ამბობს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ბორდერიზაცია, განგრძობადი ანექსია უფრო მეტ საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს.
ამის შესახებ ვოლკერმა 1 Tv.ge -ს განუცხადა.
საკითხზე კურტ ვოლკერმა და საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვაში ისაუბრეს.
კურტ ვოლკერის შეფასებით, რუსეთის მიერ ბოძებისა და ღობეების აღმართვამ მოწყვიტა ხალხი საკუთარ სახლებს, ოჯახურ საფლავებს.
„პირველ ყოვლისა, ეს საშინელი ტრაგედიაა ხალხისთვის, ვინც იქ ცხოვრობს. ეს არის, რაც, ჩემი აზრით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ხალხი საკუთარ სოფლებში, საკუთარ სახლებში, სადაც ოჯახური საფლავები აქვთ, ვერ უბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. რუსეთის მიერ სასაზღვრო ბოძებისა და ღობეების აღმართვამ მოწყვიტა ისინი საკუთარ სახლებს, საკუთარ ოჯახურ საფლავებს. ადამიანები უბრალოდ უვლიან საკუთარ ფერმებს და ეს არის საშინელება, ძალიან ცუდი. მეორე – ეს არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სულისკვეთების და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რისთვისაც ჟენევის მოლაპარაკებები შეიქმნა. ეს საშინელი ტრაგედიაა ასევე ამ ხალხისთვის“, – განაცხადა ვოლკერმა.
ამასთან, მისი თქმით, აღნიშნული საკითხისადმი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„კიდევ ერთი, ვფიქრობ, ტრაგედიაა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა დაივიწყა ამის შესახებ და ეს საკითხი აღარ არის მთავარი თემების ჰედლაინებში. ვფიქრობ, ხალხი უფრო მეტ ყურადღებას ირანის, ბირთვული შეთანხმების, ჩინეთის საკითხებსა და უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებს უთმობს, მაგრამ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ეს განგრძობადი ბორდერიზაცია, განგრძობადი ანექსია, უფრო მეტ საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს და ამაზე ვისაუბრეთ მე და პრეზიდენტმა“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.

კომენტარები

კომენტარი