ირაკლი კოვზანაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ქვემო ქართლში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში დარბაზი, ტანძია და რატევანში მოსახლეობას შეხვდა, სადაც ადგილობრივებია პრობლემებს გაეცნო და ასევე მიაწოდა ინფორმაციას რეგიონში დასრულებულ და მიმდინარე პროექტების შესახებ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით,
შეხვედრის ისაუბრეს მომავალი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე და რეგიონში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე. ასევე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, კერძოდ, მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე, განათლებაზე, მცირე მეწარმეებისა და ფერმერების მხარდაჭერაზე.
კოვზანაძის თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 1 047 009 ლარი. “სტიქიის პრევენციის მიზნით 830 398 ლარი და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით 2 855 336 ლარი. სულ მიმდინარე წელს, ქვემო ქართლის რეგიონში 100 მლნ. ლარის პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი'”-განაცხადა შეხცედრაზე ირაკლი კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები