გორის მერის სახლის წინ აქცია გაიმართა

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის სახლთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. ახალგაზრდებმა მერს დაკავებული თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს. საზოგადოების გაღიზიანება თავზარაშვილის შვებულებაში გასვლამ გამოიწვია იმ პერიოდში, როდესაც მერის დაქვემდებარებულ მუნიციპალიტეტში უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სოფელ გუგუტიანთკარში დაახლოებით ერთი კვირაა, უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე ოჯახს მიწის ნაკვეთზე წვდომა შეეზღუდა. ქალაქ გორის მერი საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში გუშინ ჩავიდა და არსებულ სიტუაციას გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები