ზაზა გაბუნია დევნილთა ჩასახლებებში მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშთან და მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წეროვანში, წილკანსა და ფრეზეთში დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან ის საკითხები მოისმინეს, რომელიც ამ ეტაპზე, მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, ისაუბრეს ამ სოფლებში შესრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები