ჯიოევი: საქართველოს საზღვრის არცერთი მეტრი დაგვირღვევია, სამუშაოები ჩვენს ტერიტორიაზე ტარდება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურათ ჯიოევი სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ქართული მხარის განცხადება, რომ ე.წ. საზღვარზე უკანონო სამუშაოები ტარდება, „მორიგი პიარაქციაა“.
„სამხრეთ ოსეთს ამის საბაბი არ მიუცია. სამხრეთოსური მხარე სასაზღვრო ზოლის აღნიშვნას საინჟინრო ნაგებობით ახდენს. რუს მესაზღვრეებს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ყველა სამუშაო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ტარდება, შესაბამისად, საქართველოს საზღვარი არცერთი მეტრით არსად არ დარღვეულა. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარ სამუშაოებს სამხრეთ ოსეთი მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებს. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ქართული მხარესთვის არაერთხელ შეუთავაზებია მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრა. მაგრამ საქართველო ჩვენს წინადადებებზე არ რეაგირებს, ამიტომ ცალმხრივად ვაწარმოებთ შესაბამის სამუშაოებს“, – განაცხადა ჯიუოევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები