საბერძნეთში კუნძულზე ხანძარს ვერ აქრობენ – მონასტრიდან სასულიერო პირები ევაკუირებულნი არიან

საბერძნეთში, კუნძულ ევიას ცენტრალურ ნაწილში ხანძარი მძვინვარებს.

მაშველებმა მონასტრიდან სასულიერო პირების ევაკუაცია მოახდინეს და სამი სოფლის მოსახლეობას სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს.
Ekathimerini.-ის ინფორმაციით, ხანძარს 80 მეხანძრე და 39 სახანძრო მანქანა აქრობს, გარდა ამისა, ქრობაში ჩართულია 4 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი.
მედიის ინფორმაციით, ხანძრის ქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის.
კუნძულიდან კვამლი ათენამდე აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები