ზესტაფონში კიბოს გაძლიერებული სკრინინგის პროგრამის ამოქმედემა იგეგმება

ზესტაფონი იქნება ერთ – ერთი პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც კიბოს გაძლიერებული სკრინინგის პროგრამა ამოქმედდება. გიორგი გოგლიჩიძის ინიციატივით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით საპილოტე პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლიდან იგეგმება. აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ და რეკომენდაციების გასაწევად, ზესტაფონის მერი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა და საკუთარი მოსაზრებები გააცნო.

როგორც ,,კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას ასევე ისაუბრეს, ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამის შესახებ. c ჰეპატიტის, აივ ინფექციის და ტუბერკოლოზის ინტეგრირებული სკრინინგის ჩატარება მომავლიდან ზესტაფონშიც იქნება შესაძლებელი. მოსახლეობა სკრინინგში სრულიად უფასოდ ჩაერთვება. პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ თვითმმართველობის სახელით მზაობა გამოთქვა, რაშიც მუნიციპალიტეტის საკრებულოც ჩაერთვება. პროგრამის ფარგლებში სამედიცინო პერსონალის გადამზადებაც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები