ბელგიის საელჩო: ჩვენ ვაღიარებთ პატრიარქის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში და მის სულიერ ლიდერობას

საელჩო უსამძიმრებს საქართველოს მოსახლეობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ ნათქვამია ბელგიის საელჩოს განცხადებაში.

„ჩვენ ვაღიარებთ მის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში და მის სულიერ ლიდერობას მილიონობით მორწმუნისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ილია II საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სამების ტაძარში გადაასვენეს.

პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები