როგორ გამოიყურება სოხუმის აეროპორტი, საიდანაც „საერთაშორისო ფრენების“ შესრულება იგეგმება (ვიდეო)
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ 26 ივლისს გადაწყვიტა, რომ ბაბუშერის აეროპორტიდან „საერთაშორისო ავიარეისების“ შესრულება უნდა მოხდეს.
დე ფაქტო მთავრობას 1-ელ ნოემბრამდე დაევალა შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონი თბილისის მიერ საერთაშორისო ორგანიზაცია იკაო-ში შუამდგომლობის გარეშე ფრენების განხორციელებას ვერ შეძლებს, რადგან 1993 წელს იკაო-მ სოხუმის აეროპორტს კოდი მოუხსნა.
დე ფაქტო მთავრობის მზაობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაგმო.
თუმცა, ე.წ. საპრეზიდენტო კამპანიის პირობებში მყოფი ე.წ. რესპუბლიკა იდეის რეალიზებაზე ფიქრს ჯიუტად აგრძელებს და მედია სოხუმის აეროპორტის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ვიდეოკადრებს ავრცელებს.