აბიტურიენტები, რომლებმაც ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო გამოცდებში მონაწილეობა ვერ შეძლეს, სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტებმა, ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.
ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, სავალდებულოა, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისთვის  2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში დააგროვონ სწავლების 240 კრედიტიდან, მინიმუმ, 60 კრედიტი.
მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები