ევროდეპუტატი: რუსეთი დემოკრატიის გზას უნდა დაადგეს, პროცესის მსხვერპლი საქართველო და უკრაინაა

ევროკავშირმა კრემლის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაამკაცროს, რადგან ევროპის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის და როგორ დაადგება რუსეთი დემოკრატიის გზას.
ამის შესახებ ევროპარლამენტის ლიეტუველმა დეპუტატმა ანდრიუს კუბილიუსმა, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ევროპის კონტინეტის მომავალი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაუბრუნდება რუსეთი დემოკრატიული ქვეყნის სტატუსს, ქვეყნის, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობას ცნობს და ადამიანის უფლებებს სცემს პატივს. ჯერჯერობით ეს არ ხდება. ამ მიზეზის გამოა დაზარალებული საქართველო და უკრაინა, თუმცა ამას საკუთარ თავზე რუსებიც გრძნობენ“, – აღნიშნა ლიეტუველმა ევროდეპუტატმა.
მისი თქმით, ლიეტუვას აქვს გამოკვეთილი მიზეზები თუ რატომ უნდა ჰქონდეს რუსეთთან კარგი ურთიერთობა, თუმცა ამისთვის საჭიროა მოსკოვმა ქმედება შეცვალოს.
„როგორ შეგვიძლია ამაში რუსეთს დავეხმაროთ? პირველ რიგში, მკაფიოდ და ხმამაღლა უნდა აღვნიშნოთ მის მიერ საერთაშიროსო კანონმდბლობის და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, გავაგრძელოთ სანქციათა პოლიტიკა და ვიმსჯელოთ ახალ ინსტრუმენტებზე, რუსეთის ხელისუფლების ქმედებაზე საპასუხოდ. ეს სჭირდებათ უკრაინელებს, ეს სჭირდება თავად რუსეთს, ეს სჭირდება მთელ ევროპას“, – დასძინა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები