რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილის სპექტაკლის წარმატება ათენში

საბერძნეთში, ქალაქ ათენის თეატრის სცენაზე ველისციხის ვასო გოძიაშვილის სახელობის სახალხო თეატრმა სპექტაკლი „ფიროსმანი“ წარმოადგინა. დასი საბერძნეთში ქართული სათვისტომოს „იბერიის” მიწვევით იმყოფებოდა. “კვირა“ დაუკავშირდა სპექტაკლის რეჟისორს ლაშა გოგნიაშვილს და სთხოვა, რომ შთაბეჭდილება გაეზიარებინა.
– საბერძნეთში სათვისტომოს ხელმძღვანელმა ქალბატონმა დარეჯან ღამბაშიძემ მიგვიწვია. ჩვენს სპექტაკლს ბევრი მაყურებელი – როგორც ქართველი, ასევე რუსი და ბერძენი ემიგრანტებიც ესწრებოდნენ. გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ სპექტაკლმა დიდი წარმატებით ჩაიარა. საერთოდ, ათენში 10 წელია არ ყოფილა ქართული თეატრი სპექტაკლით და ეს იყო მათთვის საოცარი მოვლენა.
ჩვენი ,,ფიროსმანი“ მაყურებელმა სითბოთი და ცრემლით მიიღო. სპექტაკლის შემდეგ ჩვენთან ქართველი ემიგნატები ამოვიდნენ და საკუთარ ემოციებს გვიზიარებდნენ. ეს იყო ერთ-ერთი ძალიან ამაღელვებელი შეხვედრა და სპექტაკლმა ბერძნული თეატრის სცენაზე თავისი სათქმელი თქვა. ბერძნები აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ქართული არ ესმოდათ, სპექტაკლის ემოცია, ტემპი, განწყობა, ინტონაცია, მუსიკა და მოქმედება მათთვის სავსებით გასაგები იყო.
რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა სხვადასხვა თეატრის სცენაზე დადგა სპექტაკლები: “რჩეული“, “სალამურა“, “ბედნიერი ერი“, “ნგრევოლუცია“, “პ.ს.ბესლანი“, “წითელი ზოლი“, “ცირკი“, “ბახტრიონი“ და სხვ. დღეს რეჟისური სწავლას სანკტ-პეტერბურგის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში აგრძელებს.

10439720_702348273157528_608546464_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები