ნათია მეზვრიშვილი: იქ იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც, მაგრამ ეგზალტირებული, მოძალადე მასა პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდა

იქ იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც, მაგრამ ეგზალტირებული, მოძალადე მასა პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტის მოადგილის განცხადებით, პოლიციას სპეციალური საშუალებების გამოყენების სრული ლეგიტიმაცია ჰქონდა, რადგან აგრესიული მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ.

,,კარგად ვიცით, რომ იქ იყვნენ გარკვეული მშვიდობიანი მოქალაქეებიც, რომლებიც სავსებით, სამართლიან პროტესტს გამოხატავდნენ, მაგრამ ეს ეგზალტირებული, მოძალადე მასა პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდა სხვადასხვა საგნების – რკინის კონსტრუქციების გამოყენებით, წყლით სავსე ბოთლების, პოლიციელებისთვის წართმეული ფარების და აღჭურვილობის გამოყენებით – ეს ხომ ფაქტია. ეს ყველაფრი ხდებოდა იმ დროს, რომელზეც დროზეც ახლა თქვენ აპელირებთ და რაზეც დაცვის მხარე აპელირებს. შესაბამისად, პოლიციას სრული ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალება. პირველი, როგორც ყველამ ნათლად იხილეთ, მოხდა ცრემლსადენი გაზის გამოყენება – ამიტომ ამ თემაზე სხვაგვარი ინტერპრეტაციების გაკეთება უბრალოდ აბსურდია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საზოგადოებამ ეს ყველაფერი ნათლად იხილა და სწორად უნდა გამოიტანონ ამასთან დაკავშირებით დასკვნები”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები