კახა კალაძე: ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჩვენი ისტორია

თბილისის მერი კახი კალაძე ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჩვენი ისტორიაც და კარგად ვიცით ყველა ის ისტორიული ფაქტი, რაც ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში. მისივე თქმით, ყველამ უნდა აუხსნას შვილებს, მომავალ თაობას რეალურად რა და როგორ იყო.

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეს ადამიანი აკეთებს ასეთ განცხადებებს და არასწორ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჩვენი ისტორიაც და კარგად ვიცით ყველა ის ისტორიული ფაქტი, რაც ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში. ის, ცხადია, თავის პოლიტიკას ატარებს და ამბობს იმ არასწორ ფაქტებს, რაც მას სურს, მაგრამ ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობებს, რეალურად რა და როგორ იყო, ეს არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები