აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მესამე ვადით კენჭს, სავარაუდოდ, არ იყრის. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
„მსურს კენჭისყრა. საუკეთესო რეიტინგი მაქვს, რაც კი ოდესმე მქონია“, – ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორება კრძალავს ერთი და იმავე პირის ორზე მეტჯერ არჩევას პრეზიდენტად.
თუმცა, პრეზიდენტის მოკავშირეები – და თავად ტრამპი – არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ის კიდევ ერთ ვადით იყრიდა კენჭს, მიუხედავად კონსტიტუციური აკრძალვისა.