რა არის სოციალური სივრცე

შეკვეთილში მდებარე, ბუნების შუაგულში ჩაფლული „სოციალური სივრცე“ შექმნილია განტვირთვისთვის, დასვენებისა და განახლებისთვის. სივრცის სურვილია, ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გააერთიანოს, რაც, ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებით, გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს. ამისათვის, „სოციალური სივრცე“ სეზონზე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას მასპინძლობს: ბალანსისთვის, შემეცნებისთვის, განტვირთვისთვის და სოციუმისთვის. „სოციალური სივრცის“ ყველა აქტივობა მიზნად ისახავს იმას, რომ უკეთ ვმართოთ საკუთარი სხეული და გონება; ფიქრები კი, პოზიტიური ტრანსფორმაციისკენ მივმართოთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები