კულტურის სამინისტრო ქართველ პიანისტს – სანდრო გეგეჭკორს დიდ გამარჯვებას ულოცავს
გერმანიაში გამართულ მე-13 პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე Euregio Piano Award international Piano competition ქართველმა პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა პირველი პრემია მოიპოვა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა პიანისტს გადაეცა – აუდიტორიის პრიზი, პრესის პრიზი და ქალაქ გაილენკირჰენის პრიზი.
„2026 წლისთვის სანდრო გეგეჭკორმა ასევე მიიღო მიწვევა საკონცერტო ტურნეზე გერმანიაში – კერძოდ ერკელენცში, დუსელდორფში, აჰენში, ლინიჰში, გაილენკირჰენსა და სხვა ქალაქებში.
საქართველოს კულტურის სამინისტრო ულოცავს სანდრო გეგეჭკორს კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს“! – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.