ლეგენდარული როკ-მუსიკოსის, ოზი ოსბორნის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

ლეგენდარული როკ-მუსიკოსის, ოზი ოსბორნის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Black Sabbath-ის ფრონტმენი, რომელსაც 2019 წელს პარკინსონის დაავადება დაუდგინდა, 22 ივლისს ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების მოწმობის თანახმად, მომღერალი „მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით“ და „გულის გაჩერებით“ გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ოზი ოსბორნი გასულ კვირას, ბაკინგემშირის სასახლის ტერიტორიაზე დაკრძალეს. ცერემონიას ოჯახის წევრები და როკ-მუსიკოსები ესწრებოდნენ.

გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე, კონცერტზე ის Black Sabbath-ის ყოფილ წევრებს 2005 წლის შემდეგ პირველად შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები