ძველი აეროდრომი ახალი მიზნებისთვის – აშშ წყნარ ოკეანეში პოზიციებს აძლიერებს
ამერიკის შეერთებული შტატები, წყნარი ოკეანეში მდებარე, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სტრატეგიული აეროდრომის აღდგენას გეგმავს,- ამის შესახებ განცხადება პენტაგონის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
ანალიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული გეგმა რეგიონში აშშ-ის სამხედრო პოზიციების გაძლიერებისკენ მიმართული ნაბიჯია.
კუნძული აშშ-ს ტერიტორიაზე, კერძოდ ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებში შედის და ის 80 წლის წინ, იაპონიაზე ატომური თავდასხმისთვის გამოიყენეს. პროექტის ფარგლებში იგეგმება ინფრასტრუქტურის სრულად მოდერნიზაცია და აეროდრომის მრავალფუნქციური გამოყენება როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული მიზნებისთვის.
პენტაგონის თანახმად, ინიციატივა დაკავშირებულია ჩინეთის მზარდ გავლენასთან წყნარ ოკეანეში და რეგიონში უსაფრთხოების ბალანსის დაცვას ისახავს მიზნად.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ პროექტი მშვიდობიანი მიზნებისთვის განხორციელდება და რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობით წარიმართება.