ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულფულებიან ელჩად და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში საქართველოს წარმომადგენლად თორნიკე ნოზაძე დაინიშნა

ინდონეზიის რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN), საქართველოს წარმომადგენლად თორნიკე ნოზაძე დაინიშნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლიდან თორნიკე ნოზაძე ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN), საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას იკავებდა.

თორნიკე ნოზაძეს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2019-2022 წლებში იყო ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული. 2018-2019 წლებში ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები