საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.

ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,თავის მხრივ, ლევან იოსელიანმა აპარატის მუშაობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და საქართველოს პრეზიდენტს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები