Reuters: უიტკოფი 6 აგვისტოს მოსკოვში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, ოთხშაბათს, 6 აგვისტოს რუსეთში ჩავა. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ოთხშაბათს რუსეთის ლიდერებთან შესახვედრად მოსკოვში ჩავა“, – წერს გამოცემა.

სააგენტო „ფრანს-პრესის“ წყარომ არ დაადასტურა, რომ შეხვედრებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაესწრება.

აღსანიშნავია, რომ ეს წლის დასაწყისიდან რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის რიგით მეხუთე ვიზიტი იქნება. ბოლო ორი შეხვედრა მას მიმდინარე წლის 11 და 25 აპრილს ვლადიმერ პუტინთან ჰქონდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა უიტკოფის რუსეთში ვიზიტი დაადასტურა, თუმცა დეტალებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

მანვე დასძინა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა არ იცის, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი აღნიშნული ვიზიტის შემდეგ. დიპლომატის თქმით, თეთრი სახლის ხელმძღვანელი მოსკოვითა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით უკმაყოფილოა, თუმცა უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის კვლავ სჯერა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა 14 ივლისს კიევთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოსკოვს 50-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამ ვადას 10-12 დღემდე ამცირებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები