საქართველოს მისამართით აგრესიული განცხადებებით გამორჩეული დეპუტატები – კოსაჩოვი და ჯაბაროვი – “პატრიოტთა ალიანსს” ორშაბათს შეხვდებიან

რუსეთის პარლამენტის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტანტინ კოსაჩოვი და მისი პირველი მოადგილე, ვლადიმირ ჯაბაროვი “პატრიოტთა ალიანსის” წევრებს 15 ივლისს შეხვდებიან. ამის შესახებ „რია ნოვოსტს“ კოსაჩოვმა განუცხადა.

„საქართველოს დელეგაციას ორშაბათს შევხვდებით, განვიხილავთ მიმდინარე ურთიერთობებს ქვეყნებს შორის და კრიზისის გადალახვის პერსპექტივას, მათ შორის საპარლამენტთაშორისო დიალოგის აწყობის გზით“, – თქვა კოსაჩოვმა.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები დეპუტატის გიორგი ლომიას ხელმძღვანელობით მოსკოვში კვირას, 14 ივლის ჩავლენ. მათ შეხვედრები სახელმწიფო სათათბიროშიც  ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები