ელიზაბეთ რუდი: საქართველო არის უნიკალური ადგილი შავ ზღვაზე რეგიონის და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად

0

საქართველო არის უნიკალური ადგილი შავ ზღვაზე რეგიონის და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

მან ქვეყანას საქართველოს ევროპული გზის მე-16 კონფერენციის მასპინძლობა მიულოცა.

„წელს ეს კონფერენცია ეძღვნება საქართველოს ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში მონაწილეობის 10 წლისთავს. ეს არის კარგი დრო ყველა წარმატების საზეიმოდ“, – აღნიშნა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ელიზაბეთ რუდმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობაზე ისაუბრა.

„აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობა ძლიერია ისეთ სფეროში, როგორიცაა უსაფრთხოება და სამხედრო თანამშრომლობა, როლის ერთ-ერთი ფოკუსია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება. საქართველო არის უნიკალური ადგილი შავ ზღვაზე რეგიონის და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად. ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობაც და ასევე თანამშრომლობა ნატო-ს ფარგლებში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტებთან.

ბათუმში მეორე დღეა მიმდინარეობს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია – „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება. კონფერენცია გუშინ გაიხსნა და დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი