“ევროკავშირთან თანამშრომლობა რეალურად ეხმარება ქვეყანას, რომელსაც სურვილი აქვს, იყოს დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი”

“ჩვენ წინ მივიწევთ ისეთ კომპონენტებში როგორიცაა, კანონის უზენაესობა, პრესის თავისუფლება, სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე – „აღმოსავლეთ პარტნიორობა“-სტიმული დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ მრავალი წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, ყოფილიყო დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილი, ევროკავშირის ნაწილი, ევროკავშირთან თანამშრომლობა რეალურად ეხმარება ქვეყანას, რომელსაც სურვილი აქვს, იყოს დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, საქართველო დღეს ყველა საერთაშორისო შეფასების ინდიკატორით, რეიტინგშია, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა.
“ჩვენ არ გვინდა, გვადარებდნენ მხოლოდ რეგიონს, არამედ სურვილი გვაქვს, გვადარებდნენ წევრ ქვეყნებს. ზოგიერთ საკითხში, მაგალითად, ანტიკორუფციულ სფეროში, მასმედიის თავისუფლებაში, ჩვენ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ზოგიერთ წევრ ან კანდიდატ ქვეყანას. საქართველოს აღნიშნული წარმატება აქვს და ევროკავშირმაც თავისი როლი ითამაშა, მაგრამ იმის მიღმა, რასაც ევროკავშირი ჩვენგან მოითხოვს, ბევრი გვაქვს გაკეთებული. ამის საუკეთესო მაგალითი გახლავთ ის რელევანტური საკითხები, რომლის განხილვა მიმდინარეობს საქართველოს პოლიტიკაში – ეს გახლავთ მთლიანი ცვლილება პოლიტიკური სისტემის, საპარლამენტო საარჩევნო სისტემის, რომელიც მოახდენს ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას ერთპარტიული დომინანტიდან პლურალისტულ წარმომადგენლობამდე პარლამენტში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები