ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი მეგობრების დახმარებით, ჩვენ ჩავეწერებით განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა. როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ასეთი რანგის სტუმრების საქართველოში ჩამოსვლა იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
„ამდენი მეგობარი, ამდენი ევროპელი და ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას ევროპისკენ. ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას. ჩვენი მეგობრების დახმარებით, ჩვენ ჩავეწერებით ამ ოჯახში – განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია – „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ მიმდინარეობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება. დონალდ ტუსკი კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები